შეერთებულმა შტატებმა იმპორტზე ახალი ტარიფების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 ქვეყანასა შეეხება
შეერთებულმა შტატებმა იმპორტზე ახალი ტარიფების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ 12 ქვეყანასა შეეხება. ახალი რეგულაციით, ყველაზე მაღალი, 40%-იანი განაკვეთი ჩინეთს დაუწესდება, ვიეტნამს კი — 35%-მდე. სხვა ქვეყნების უმეტესობისთვის ტარიფები 20 ან 25 % იქნება. ახალი ტარიფების ამოქმედება მომავალი წლისთვის იგეგმება, თუმცა ზოგიერთი ქვეყნისთვის განაკვეთები შესაძლოა მანამდე მიღწეული სავაჭრო შეთანხმებებით შემცირდეს.













