ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში 3 მილიონ 700 ათასამდე სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას
ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში 3 მილიონ 700 ათასამდე სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს. კვლევის თანახმად, 2025 წელს შესწავლილი ევროპული ინდუსტრიული ფირმების დაახლოებით 45% ფინანსური სტრესის ან კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2026 წლის წინასწარი მონაცემები კი მიუთითებს, რომ ვარდნის ტემპი კიდევ უფრო ჩქარდება და პრობლემების წინაშე მდგარი საწარმოების წილი უკვე 50%-ს აღწევს.













