სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს
სლოვენია ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის დეკლარაციის მეშვეობით სერბეთზე ზეწოლას ახდენს, რათა ბელგრადმა იუგოსლავიის პერიოდის სადაზვერვო არქივები გაასაჯაროოს. ამის შესახებ გამოცემა “რაპორტერი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპელი დიპლომატების შეფასებით, ეს ინიციატივა შესაძლოა უკავშირდებოდეს სლოვენიის მთავრობის მცდელობას, ხელახლა წამოწიოს ბრალდებები ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების შესახებ. თავად კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს.













