განათლების მინისტრი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა
განათლების მინისტრი ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. გივი მიქანაძე გაეცნო სკოლის სთემ მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა. ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. მინისტრი დაესწრო, სკოლის იუბილესთან დაკავშირებით, დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებასაც. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა 1846 წლის 14 აპრილს გაიხსნა.













