ხორვატიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ხორვატიის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ზაგრების ცენტრში შეკრებილებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები პასუხისმგებელების დასჯას მოითხოვდნენ. ყოფილი სპორტსმენი და მწვრთნელი კრისტიან იოსიპ პერისი 21 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ აფარებენ კლინიკის თანამშრომლები ბალიშს საწოლში მყოფ პაციენტს. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.















