გაზის კიდევ უფრო სტაბილური და უსაფრთხო მიწოდების მიზნით, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება
გაზის კიდევ უფრო სტაბილური და უსაფრთხო მიწოდების მიზნით, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება. თითქმის განულდება გაზის გათიშვის რისკი და ამასთანავე პროექტი მეტი დასახლების გაზიფიცირებასაც შეუწყობს ხელს. 24 ნოემბერს, დილის 4 საათიდან, დასავლეთ საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებსა და აჭარაში, ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. შეზღუდვა ასევე შეეხება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბაკურიანს. მიზეზი საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე ახალი, მონაკვეთის მიერთებაა. გაზის მიწოდება 25 ნოემბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.















