ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბება. განხილვის მთავარი თემა რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნება. შეხვედრაზე პოლონეთის მხარეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარადგენს. ცნობისათვის, 20 ნოემბერს დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს სამი რუსული საფრენი აპარატი პოდკარპაცკიეს და ლუბლინის რეგიონებში ჩამოვარდა.















