საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და კანონპროექტის ინიცირება მალე მოხდება. როგორც ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი კი სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკებია, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.















