ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა
ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა. ფრანგული „ლე მონდეს“ ინფორმაციით, კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული დანაყოფი დგას. ცნობისათვის, ფიშინგი კიბერდანაშაულისა და ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც თავდამსხმელი მოტყუების გზით ცდილობს მოიპოვოს ადამიანის პერსონალური, კონფიდენციალური ან ფინანსური მონაცემები.















