ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ამერიკის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, დროებით შეაჩერონ საომარი მოქმედებები ოლეშკიში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო დერეფნის გავლით. ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 29 ოქტომბერს უნდა შევიდეს













