ბაკურიანი 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ემზადება
ბაკურიანი 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ემზადება. „მთის ტრასების სააგენტომ“ დიდველზე არსებულ გონდოლის ტიპის საბაგირო „ნოდოზე“ კაპიტალური რემონტი დაასრულა. საბაგიროს ტექნიკური ინსპექტირებისა და განახლების სამუშაოები ჩაუტარდა. შემოწმდა გონდოლების დამჭერი ნაწილები, ასევე საყრდენ ბოძებზე განთავსებული ბალანსირების ყველა მექანიზმი და ისინი განახლდა. ზამთრის სათხილამურო სეზონი ბაკურიანში 20 დეკემბერს დაიწყება















