სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2026“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2026“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მოეწყო ეროვნული სამოსის, ხალიჩების, ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების, ხე-მცენარეების, ყველის, თაფლის, იმერული ღვინისა და სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვები. ასევე გაიმართა ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენები, გამოიფინა პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლის სამხედრო აღჭურვილობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ეზოში ეთნოგრაფიული კუთხეები და ძველი ქართული საყოფაცხოვრებო ნივთები წარადგინეს. სტუმრებისთვის გაიმართა შოუ ზღაპრის გმირებისა და დრამერების მონაწილეობით, ბავშვთა გასართობი აქტივობები და ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში გამარჯვებულები, ასევე დასახელდნენ საჩხერის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. „საჩხერლობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა















