პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელებთან ერთად ახალციხის მერმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალციხეში ნერგები დარგეს
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელებთან ერთად ახალციხის მერმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალციხეში ნერგები დარგეს. მთავრობის ინიციატივით, 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება. პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება. საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები მონაწილეობენ ქვეყნის გამწვანებაში















