თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „ერთი ცის ქვეშ - მრავალი ხმა” გაიმართა
თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „ერთი ცის ქვეშ - მრავალი ხმა” გაიმართა, კონცერტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურულ მრავალფეროვნებასა და მუსიკალურ მემკვიდრეობას მიეძღვნა. მონაწილეებმა საკუთარი მუსიკალური ნომრები და ტრადიციები წარადგინეს. ღონისძიების მიზანი ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, ასევე მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო















