რატი იონათამიშვილი: პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება - ეს ხომ ერთ სისტემაში არსებობდა. ესენი კრიმინალური რეციდივისტები არიან თავიანთი ბუნებით. როგორც არ უნდა ილაპარაკონ ეს მათი საერთო სახეც არის, მათი საერთო კლიშეც არის და მათი საერთო ვერდიქტიც იქნება
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ვიდეო/კადრი
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება - ეს ხომ ერთ სისტემაში არსებობდა. ესენი კრიმინალური რეციდივისტები არიან თავიანთი ბუნებით. როგორც არ უნდა ილაპარაკონ, ეს მათი საერთო სახეც არის, მათი საერთო კლიშეც არის და მათი საერთო ვერდიქტიც იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებისას „ნაცმოძრაობის“ მცდელობას გაემიჯნოს სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს.
რატი იონათამიშვილის თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინაც და ახლაც, ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენს.
„ეტყობა, ეს ტაქტიკა სააკაშვილთან არ ჰქონდათ შეთანხმებული და ეჭვი მაქვს, ძალიან მძიმე დღე დაადგებათ მათ ამ ტაქტიკის არჩევისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება - ეს ხომ ერთ სისტემაში არსებობდა. ეს დაჯგუფება 100-ზე მეტ საქმეზე ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტდადებული. ეს საქმეები თავისი შინაარსით არის უმძიმესი. ფაქტობრივად სისხლის სამართლის კოდექსში და ევროპულ კონვენციაში მუხლი არ დატოვეს, რომელიც არ დაარღვიეს. ამიტომ ესენი კრიმინალური რეციდივისტები არიან თავიანთი ბუნებით. როგორც არ უნდა ილაპარაკონ, ეს მათი საერთო სახეც არის, მათი საერთო კლიშეც არის და მათი საერთო ვერდიქტიც იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, თუნდაც ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ „9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე“ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს „პიჯაკების საქმით“ გააუბრალოოს ის დანაშაული, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. სინამდვილეში კი, ადგილი ჰქონდა გადასახადების გადამხდელების თანხებით ფუფუნების საგნების შეძენას და ძვირადღირებული პროცედურების დაფინანსებას.





