რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი მუშაობის შედეგია
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი მუშაობის შედეგია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰკითხა.
„სახელმწიფო ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ნებისმიერ დანაშაულს, კრიმინალურ ქმედებას მოჰყვება ადეკვატური, პროპორციული და სამართლებრივი შედეგი. არავის ეპატიება ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენა. სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეებზე ისტორიულად ყველზე მაღალი გხსნის მაჩვენებელია, ვინაიდან, სახელმწიფო ყოველთვის იქნება შეუგუებელი ასეთ დანაშაულებზე.
ნებისმიერი ისეთი დანაშაული კიდევ უფრო საყურადღებოა ჩვენთვის, რომელსაც მოხელეები სჩადიან. ის, რომ საქმეების გახსნის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. დანაშაული ყველგან ხდება, ჩვენს ქვეყანაშიც, მაგრამ მთავარი ასეთ დროს არის ის რეაგირება, რაც აქვს სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.





