აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული რკინის კონსტრუქცია მოანგრიეს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობასთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფ სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს. ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.
ადგილზე ვითარება რთულია. განსაკუთრებულად მძიმე პირობებში მუშაობენ „იმედის“ გადამღები ჯგუფები, რომელთა მიმართაც გამოიხატება აგრესია, დაზიანდა აპარატურა.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტთან შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.





