სოზარ სუბარი: აბსოლუტურად ყველა ელჩი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა, პირად საუბრებში ამბობდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ეს იყო კატასტროფა... და როცა მე ვეუბნებოდი: კი მაგრამ, რატომ არ აისახება ეს თქვენს საჯარო განცხადებებში? - ისინი ამბობდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი აქვთ აკრძალული
პოლიტიკა

სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აბსოლუტურად ყველა ელჩი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა, პირად საუბრებში ამბობდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ეს იყო კატასტროფა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“.
სუბარის თქმით, როცა ეუბნებოდა: კი მაგრამ, რატომ არ აისახება ეს თქვენს საჯარო განცხადებებში? - ისინი ამბობდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი აქვთ აკრძალული.
„აბსოლუტურად ყველა ელჩი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში, პირად საუბრებში ამბობდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ეს იყო კატასტროფა... და როცა მე ვეუბნებოდი: კი მაგრამ, რატომ არ აისახება ეს თქვენს საჯარო განცხადებებში? - ისინი ამბობდნენ, რომ ამაზე ლაპარაკი აქვთ აკრძალული“, - აღნიშნა მან.





