15 ნოემბერი 2026, 20:59
სოზარ სუბარი „კასრების“ საქმეზე: ის, რაც განადგურდა ჩვენი მაშინდელი ხელისუფლების პირობებში, როგორც ჩანს, არ განადგურდა ბოლომდე და წაღებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ისეთი კომპრომატები აქვთ, რომლითაც მათ დღემდე აშანტაჟებენ
პოლიტიკა

სოზარ სუბარი
გაზიარება
ძალიან დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ისეთი კომპრომატები აქვთ [ნაციონალურ მოძრაობას], რომლითაც მათ დღემდე აშანტაჟებენ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ „კასრების“ საქმესთან დაკავშირებით.
„ის, რაც განადგურდა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც ჩანს, არ განადგურდა ბოლომდე და წაღებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ისეთი კომპრომატები აქვთ, რომლითაც მათ დღემდე აშანტაჟებენ“, - აღნიშნა მან.





