06 სექტემბერი 2017, 20:23
ბუკიკიო: კონსტიტუციის კანონპროექტზე დასკვნას 22 სექტემბერს გამოვაგზავნით
პოლიტიკა
გაზიარება
უკვე ცნობილია თარიღი, როცა პარალამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების პროცედურებს დაიწყებს. ეს სავარაუდოდ, 26 სექტემბერი იქნება. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო “ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე წინასწარ დასკვნას ისინი საქართველოს პარლამენტს 22 სექტემბერს გადაუგზავნიან.
ოპოზიცია წინასწარაა დარწმუნებული, რომ დასკვნა უარყოფითი იქნება.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.





