შალვა პაპუაშვილი: თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში მართლმსაჯულების სისტემაზე წნეხისთვის
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუკი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში, მათ ექნებათ გარედან სრული კარტ-ბლანში წნეხისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ ხდება პირდაპირ, წმენდა უკრაინასა და მოლდოვაში. შეგახსენებთ, მოლდოვაში საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი წოწორია არის ის, ვინც სკრინინგს უტარებს მოსამართლეებს. ადეიშვილის მოადგილე წოწორია, რომელიც როგორც პროკურორი, ჩართული იყო 2006-2007 წლებში პროკურატურის საქმეში და აი, ეს ადამიანი დღეს მოლდოვაში წყვეტს, ვინ არის კარგი და ცუდი პროკურორი, ვინ არის კარგი და ცუდი მოსამართლე. აი ამას უცხადებს ნდობას ბრიუსელი.
ამ პროცესს თუ შეხედავ, თუ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, იმ მომენტშივე იქნება წნეხი, ზეწოლა, წმენდა მართლმსაჯულების სისტემაში და ამ ყველაფერს ექნება ბრიუსელიდან კარტ-ბლანში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





