შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დიქტატორები მოქმედებენ სხვა მეთოდებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა რაში სჭირდებოდა სააკაშვილს, რომელიც იყო დიქტატორი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი მოქმედებდა ზეწოლის ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც კანონს მიღმა იყო.
„2011-2012 წლებში, როდესაც მან რეალური საფრთხე იგრძნო, ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს, მერე პარტიის დაფინანსებაზე მთელი პერიპეტიები იყო, რომ გავიხსენოთ, მთელი საგაა. დიქტატორი მოქმედებს უკანონო მეთოდებით, რომელიც მისთვის უფრო სწრაფი და ეფექტიანია. ჩვენ 14 წელი ვუყურეთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ვუყურეთ როგორ უთხრიან ძირს დემოკრატიას, არაფრად მიაჩნიათ არჩევნები, ხალხის ნება, კანონი, სამართალი და 14 წლის თავზე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





