ნინო მაისურაძე
ცესკოსთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს
პოლიტიკა

ფოტო: Imedi
ამ წუთებში ცესკოსთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მანამდე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის გარშემო არსებული ჯებირების განგრევას ცდილობდნენ. ისინი თავიანთ პროტეტს ჯებირებზე ბრახუნითაც გამოხატავდნენ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის გაგრძელება რუსთაველის გამზირიდან ცესკოსთან გადაწყვიტეს. ამის შესახებ პარლამენტთან შეკრებილებს ნიკა მელიამ განუცხადა. აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან ფეხით მივიდნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.





