08 ნოემბერი 2020, 17:18
ოპოზიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია
ფოტო: IMEDI
გაზიარება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.
ასევე ლიდერებმა იმ მსჯავდებულების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. ამ მოთხოვნების შესასრულებლად მათ ხელისუფლებას დრო საღამოს 8 საათამდე მისცეს.





