24 ნოემბერი 2026, 12:35
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა რუსეთის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის შესახებ იუწყება
მსოფლიო

ფოტო: X
გაზიარება
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა, რუსეთის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ რუსულმა დრონმა საზღვარი უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე მიტანილი იერიშების დროს გადაკვეთა.
სამხედრო უწყების ცნობით, პოლონეთის თავდაცვის ძალებმა ობიექტის განადგურების განკარგულება მიიღეს, თუმცა ცეცხლი დრონის მიერ ტრაქეტორიის შეცვლისა და მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით არ გახსნეს.
პოლონეთის სამხედრო სარდლობა ვითარებას აკვირდება და განმარტავს, რომ თავდაცვის ძალები მორიგი, მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში, რეაგირებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.





