მედია: კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ ტემეკულასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, ვერტმფრენი დაახლოებით 09:30 საათზე ბორცვის ფერდობზე ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბორტზე მყოფი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) განცხადებით, ჩამოვარდნილი საჰაერო ხომალდი Robinson R22-ის ტიპის ვერტმფრენი იყო. ბორტზე მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. შემთხვევას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებენ.





