16 ნოემბერი 2026, 08:58
სერგეი ლავროვი: ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: X
გაზიარება
ევროპელებს ესმით, რომ მატარებელი გადის და სურთ ბოლო ვაგონის საფეხურს შეახტნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, მოლაპარაკების ხაზი უკრაინასთან დაკავშირებით ისე იქნება სტრუქტურირებული, რომ მიღწეული იყოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები, რომლებიც პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.
„ეს მიზნები პრეზიდენტმა პუტინმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




