16 ნოემბერი 2026, 08:53
ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს. ქვეყნის საგარეო უწყება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის დავალებით დივერსანტებმა საწარმოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს. სამართალდამცველებმა ისინი ოპერატიულად დააკავეს. ინციდენტი 14 ნოემბერს მოხდა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ესტონეთმა 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.




