ბუქარესტში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მსოფლიო

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია გამართა და წინასწარი პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა. აქციის მონაწილეთა ნაწილი დროებითი დაკავების იზოლატორისკენ გაემართა, სადაც მათ პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დახვდა.
აქციას შეუერთდა პარტია „რუმინელთა ერთობის ალიანსის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონიც, რომელმაც ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
ცნობისათვის, კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის ნოემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო დარღვევების გამო კენჭისყრის შედეგები გააუქმა. მოგვიანებით მას თაღლითურ ფინანსურ სქემაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და დააპატიმრეს.





