15 ნოემბერი 2026, 17:33
ტირანაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
მსოფლიო

ფოტო: Facebook
გაზიარება
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს. მათ პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა მოითხოვეს.
დემონსტრანტები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პრემიერის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ისინი სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვდნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა.




