16 ნოემბერი 2026, 09:08
ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შეცვლის გეგმა გააპროტესტეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
გაზიარება
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ლეტნას პარკში შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა მთავრობის გეგმა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების არსებული მოდელი შეიცვლება.
ცვლილების თანახმად, ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ოპოზიციის შეფასებით, ეს საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. ცვლილებების ფარგლებში მაუწყებლის დაფინანსების 15%-ით შემცირებაც იგეგმება.




