კაია კალასი: რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა უკვე გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად
მსოფლიო

კაია კალასი
Reuters
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკვე აგზავნის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„სიტუაციამ შოკისმომგვრელი და მახინჯი სახე მიიღო: რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა უკვე გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა კალასმა.
თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ლუკაზე - 13 ბავშვიდან და მოზარდიდან ერთ-ერთზე, რომლებიც დაბრუნდნენ უკრაინაში. მისი თქმით, მას ახლახან შეუსრულდა 18 წელი და რუსეთის არმიის სამხედრო სავალდებულო უწყება მიიღო.
კალასის მიერ დებატებზე წარმოდგენილი მონაცემებით, რუსეთმა უკანონოდ გაიყვანა 20 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი. მისივე თქმით, ნოემბრის მდგომარეობით, 2 790 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.





