21 ოქტომბერი 2026, 11:28
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ საფრანგეთის ხელისუფლებას შაბათის აქციის გამართვის ნებართვა ოფიციალურად მოსთხოვა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
საფრანგეთში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებმა შაბათს, 24 ოქტომბერს მშვიდობიანი მსვლელობის გამართვის ნებართვის მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარადგინეს. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ფრანგული მედიის ცნობით, აღნიშნული ჯგუფი 17 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა.
ბენჟამინ ბალის განცხადებით, რომელიც შაბათ-კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელ ვებგვერდს მართავს, მსვლელობა პარიზში, ბასტილიის მოედანზე დაიწყება და დედაქალაქის ოპერის თეატრთან დასრულდება.





