საფრანგეთის სენატის წევრი: ჩვენ ვერ გვექნება ვერც შემრიგებლური და ვერც თანამონაწილეობრივი პოზიცია უცხოური ჩარევების მიმართ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის - ჩვენი აშკარა მტრებიდან თუ ჩვენი ვითომ მეგობრებიდან
მსოფლიო

არქივი
ჩვენ ვერ გვექნება ვერც შემრიგებლური და ვერც თანამონაწილეობრივი პოზიცია უცხოური ჩარევების მიმართ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის - ჩვენი აშკარა მტრებიდან თუ ჩვენი ვითომ და მეგობრებიდან, - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა, პა-დე-კალეს დეპარტამენტის ეროვნული კავშირის წარმომადგენელმა კრისტოფერ შჩურეკიმ.
როგორ მან სენატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საფრანგეთი უცხოურ ჩარევებს არ შეეგუება.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





