საფრანგეთის სენატის წევრი: არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად
მსოფლიო

ლუიკ კერვრანი
ფოტო: facebook
არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა, „დამოუკიდებლები - რესპუბლიკა და ტერიტორიები“ (LIRT) პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ლუიკ კერვრანმა სენტში გამართულ განხილვაზე.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად.
„გვსურს საარჩევნო ყუთებთან პატიოსან ბრძოლაში დავამარცხოთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და როგორიც არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური შეხედულებები. არც ერთ ქვეყანას, იქნება ეს მეგობარი, კონკურენტი, თუ მტერი, არაფერი ესაქმება ჩვენს არჩევნებთან, ამდენად, აუცილებელია საკანონმდებლო და სისხლის სამართლებრივი არსენალის გაძლიერება ამ ჩარევებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და მათი ავტორების დასასჯელად“, - აღნიშნა სენატორმა.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





