იზაბელ ფლორენი: სისხლის სამართლებრივი სასჯელების გამკაცრება გულისხმობს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის თაღლითურად გავრცელებისთვის გათვალისწინებული სასჯელის გასამმაგებას
მსოფლიო

იზაბელ ფლორენი
ფოტო: Facebook
საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. სენატმა შესაბამისი ცვლილებები უკვე მიიღო. ქვეყნის სენატში საკითხის განხილვისას კანონპროექტის დეტალებზე ცენტრისტული და დამოუკიდებელთა კავშირის წევრმა, იზაბელ ფლორენმა ისაუბრა.
„სისხლის სამართლებრივი სასჯელების გამკაცრება გულისხმობს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის თაღლითურად გავრცელებისთვის გათვალისწინებული სასჯელის გასამმაგებას. თავისუფლების აღკვეთის ვადა 3 წლამდე გაიზრდება, ხოლო თუ მოქმედება უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ განხორციელდება, 6 წლამდე“, - განაცხადა ფლორენმა.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





