ბენჟამენ ჰუენი: ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების სულ უფრო ძალადობრივი ხასიათი, როდესაც ვხედავთ რა მოხდა ამ შაბათს, აჩვენებს დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლის გადაუდებელ აუცილებლობას
მსოფლიო

ბენჟამენ ჰუენი
ფოტო: facebook
ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების სულ უფრო ძალადობრივი ხასიათი, როდესაც ვხედავთ რა მოხდა ამ შაბათს, აჩვენებს დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლის გადაუდებელ აუცილებლობას, - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა, დემოკრატთა, პროგრესისტთა და დამოუკიდებელი გაერთიანების წევრმა ბენჟამენ ჰუენმა.
მისივე თქმით, საკმარისია ერთი ყალბი ინფორმაცია და ერთი შეთხზული ბრალდება, რომ ეჭვქვეშ დადგეს კანდიდატი.
„საკმარისია ერთი ყალბი ინფორმაცია, ერთი შეთხზული ბრალდება, სოციალურ ქსელში ოსტატურად ორკესტრირებული და ტირაჟირებული მანიპულაციური კამპანია, რათა ეჭვქვეშ დადგეს კანდიდატი, მოხდეს ზეგავლენა არჩევნებზე, შეარყიოს ჩვენი თანამოქალაქეების ნდობა თავიანთი ინსტიტუტებისადმი“, - აღნიშნა ბენჟამენ ჰუენმა.
საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.





