FT: ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ჯგუფურ ჩატში გააკეთა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე... ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინა და ევროპის ლიდერები მუშაობენ აშშ-ის მიერ შედგენილ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს.





