31 ოქტომბერი 2026, 17:42
რა ვითარებაა პარიზში. „ქრონიკა“ საფრაგნეთიდან
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
პარიზში, პორტე დე ბანიოლეზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე იმყოფებიან ყვითელჟილეტიანთა მოძრაობის წარმომადგენლები, მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფკავშირების წევრები.
შეკრებილები ქვეყანაში არსებულ სოციალურ საკითხებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს პოლიციამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ბასტილიის მოედანზე აქციის ჩატარება აუკრძალა და საბოლოოდ წერტილი პორტე დე ბანიოლეა, სადაც მათ მანიფესტაციის უფლება მიეცათ.
ამ ტერიტორიაზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.
დეტალებით ანუკი ჩხიკვაძე პარიზიდან.





