ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავს
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. სტამბოლში ზელენსკი აგრეთვე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეს შეხვდება.
„გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განვითარებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე.
შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.





