ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
მსოფლიო

ქაბული, ავღანეთი
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ტელეკომპანია Tolo News-ის ცნობით, დაბომბვის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა.
ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება, სავარაუდოდ, პენტაგონის შეფის - ჯეიმს მეტისისა და ნატოს გენმდივნის - იენს სტოლტენბერგის ჩასვლას უკავშირდება. თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას აუღია.
ჯეიმს მეტისი და იენს სტოლტენბერგი ქაბულში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდნენ.





