სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
გამოსვლის დროს ჩახოიანმა მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენელი ნარეკ კარაპეტიანი და ბიძამისი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ოპოზიციიდან სომხეთის პრემიერობის კანდიდატი იყო.
კარაპეტიანი ადგილიდან წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ჩახოიანი იდგა. ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა. დაპირისპირება პარლამენტის შენობის დერეფნებშიც გაგრძელდა.





