დღეს პეტრო პოროშენკო მაიკ პენსს შეხვდება
მსოფლიო

პეტრო პოროშენკო მაიკ პენსი
20 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდება. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა დაადასტურა, - წერს სააგენტო AFP.
შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოროშენკო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებდა შეხვედრას, თუმცა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ე ს ინფორმაცია სპაისერს არ დაუდასტურებია.
უცხოურ მედიაში ამ ფაქტმა შეკითხვები გააჩინა. მედიაში წერენ, რომ თუ ტრამპი პოროშენკოს არ შეხვდება, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აშშ "ტუქსავს კიევს, მოსკოვს კი ტაშს უკრავს." უკრაინის ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლას ელის.
ამასთან, გასულ კვირას, აშშ-ის გენერალურმა მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ შტატები უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების გამო "ხელებზე ბორკილდადებული" არ უნდა იყოს.
მაიკლ პენსი და პეტრო პოროშენკო ერთმანეთს ბოლოს პირველად 18 თებერვალს, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ.





