14 ივნისი 2017, 19:44
ტრამპი-პოროშენკოს შეხვედრის თარიღი ცნობილია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი პეტრო პოროშენკო
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღი ცნობილია. ამის შესახებ Interfax ავრცელებს ინფორმაციას.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტები ერთმანეთს 19-20 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებიან.
ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებზე ილაპარაკებენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვედრაზე.
20 აპრილს, Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტრო პოროშენკომ განაცხადა:
"გლობალური სტატუსის მქონე აშშ-ს, წარმოუდგენელია რომ არ ჰქონდეს კონკრეტული პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში", - განაცხადა პოროშენკომ ინტერვიუს დროს.





