ინდოეთში ანტიბაქტერიული ხსნარის დალევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ალკოჰოლის შემცველი ანტიბაქტერიული ხსნარის დალევის შედეგად ინდოეთის ერთ-ერთ შტატში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანდრა პრადეშის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ალკოჰოლის მაღაზიები დაიხურა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილები ხსნარს წყალსა და გამაგრილებელ სასმელებთან აზავებდნენ და ამ სითხეს 10 დღის განმავლობაში სვამდნენ. ყველა მათგანი ალკოჰოლიკი იყო.
ამ ეტაპზე პოლიცია იკვლევს, შეიცავდა თუ არა ანტიბაქტერიული ხსნარი რაიმე ტოქსიკურ კომპონენტს.
მანამდე ანალოგიური შემთხვევა შეერთებულ შტატებშიც მოხდა.





