სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა
სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. სომხური მედიის ცნობით, ახალი პროექტით შენარჩუნებულია მმართველობის საპარლამენტო ფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის პროექტში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე საუბარი არ არის. დოკუმენტზე, რომელიც სომეხთა გენოციდზე ამახვილებს ყურადღებას. ფაშინიანის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ხელი მოეწერება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება.













