ეკონომიკური და სოციალური საკითხებით უკმაყოფილო მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს ევროპაში
ეკონომიკური და სოციალური საკითხებით უკმაყოფილო მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს ევროპაში. 23 ნოემბრის მდგომარეობით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი საპროტესტო მობილიზაცია ბრიუსელშია დაანონსებული. ბელგიელებმა შეკრება დღეს დილის ათი საათიდან, რკინიგზის სადგურთან დაიწყეს. მოქალაქეები მთავრობის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. უცხოური მედია წერს, რომ დემონსტრაციის გამო, ბელგიის აეროპორტებში ფრენები შეჩერებულია, ბრიუსელში მეტროსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კი მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.













