პრეზიდენტმა გიორგობის დღესთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა
პრეზიდენტმა გიორგობის დღესთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. შეწყალებულთა შორის არიან 2024 წლის აქციაზე დაკავებულები: თემურ ზახოსაშვილი, ანრი კვარაცხელია, დავით ლომიძე, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და გიორგი ოკმელაშვილი. მათ დანაშაული აღიარეს და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მას პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს შეწყალების თხოვნით, თუმცა არსებობს ნიკოლოზ ჯავახიშვილის ხელმოწერით განცხადება, 7 ოქტომბრით დათარიღებული , სადაც ის წერს რომ ინანიებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას.













