სუროგაცია მსოფლიოს ათობით ქვეყანაში სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება
სუროგაცია მსოფლიოს ათობით ქვეყანაში სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება - მათ შორის, ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანაში სუროგაცია სრულად ან პრაქტიკულად აკრძალულია. მაგალითად, იტალია სუროგაციის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკის მქონე ევროპული ქვეყანააა. 2024 წელს მიღებული ცვლილებით, იტალიის მოქალაქე შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს მაშინაც, თუ სუროგაციის პროგრამას საზღვარგარეთ განახორციელებს. სლოვაკეთმა კი 2025 წელს სუროგაციის აკრძალვა კონსტიტუციურ დონეზე აიყვანა. 15 ათას ევრომდე ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული მალტაში. სლოვენიაში კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ყველაზე მკაცრი სანქციები კი მაროკოშია: გარდა ფულადი სანქციისა, კანონი სუროგაციის აკრძალვის დარღვევისთვის 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სუროგაცია აკრძალულია გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.













