11 მარტი 2019, 12:27
ავსტრალიაში ახალი სახეობის დინოზავრის ნაკვალევი იპოვეს
ტექნოლოგიები

ფოტო: James Kuether
გაზიარება
მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ავსტრალიაში ბინადრობდა. მიიჩნევა, რომ დინოზავრი Galleonosaurus-ი, რომელიც დაახლოებით 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, სიმაღლეში იმავე ზომის იყო, როგორიცაა კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარი ვალაბი. დინოზავრის შესახებ სიუჟეტი BBC-მ მოამზადა.
მისი ეშვებიდან გამომდინარე Galleonsaurus-ი ბალახისმჭამელი დინოზავრი იყო და ორნიტოპოდების ოჯახს მიეკუთვნებოდა.






